English  /  Georgian 

Guranda Klibadze “Kings and Royal Gardens” 2024

As a result of their extremely powerful energy, the objects in the paintings and creative field of Guranda Klibadze explode like mines. A painted flower opens and flourishes in front of our eyes; the trembling body of a horse exudes the excitement of a race; the intertwined figures of “Adam and Eve” and “Medea and Jason” demonstrate the fateful interlacing of the couples’ fates; astonished by Medea’s escape, Aeetes’ body burns like a torch. These are the great themes for which the artist selects large-scale pieces of paper and bold brush strokes, enamel textures of typographic paint, and complex monotype techniques. Her enchanting magical gardens remind us of the location of oracles, the places of mysteries; the figures are mythological characters, the actions – rituals. These are the eternal themes or related motifs that fill her works with eternal energies, and flow wherever the artist shares her existential secrets.

Baia Tsikoridze

 

 

English  /  Georgian 

გურანდა ქლიბაძე “მეფეები და სამეფო ბაღები” 2024

იმ შემოქმედებით ველზე, რომელზედაც გურანდა ქლიბაძე მოძრაობს, მისი მხატვრობის ობიექტები ნაღმებივით ფეთქდებიან – ისეთი ძალით გადმოსცემს მხატვარი მათში არსებულ ენერგიას და რესურსს.  თითქოს ჩვენ თვალწინ იშლება და იფურჩქნება ყვავილი, რომელსაც ხატავს; ცხენის მთრთოლარე სხეული რბოლის სისწრაფეს აფრქვევს; გადახლართული ფიგურებით გამოსახული “ადამი და ევა” და “მედეა და იასონი” წყვილის საბედისწერო გადაჯაჭვულობას განასახიერებენ; მედეას გაქცევით გაოგნებული აიეტის სხეული ჩირაღდანივით იწვის. დიადი თემებია, რომლის გადმოსაცემად მხატვარი ქაღალდის დიდ ფორმატს და გაბედულად მოქნეულ ფუნჯის მონასმს, ტიპოგრაფიული საღებავის მინანქრისებურ ფაქტურას და მონოტიპიის რთულ ტექნიკას ირჩევს. მისი მომნუსხველი და ჯადოსნური ბაღები ორაკულების ადგილსამყოფელს მოგვაგონებენ, მისტერიების ადგილს, ფიგურები – მითოლოგიურ პერსონაჟებს, მოქმედებები – რიტუალებს. მარადიული თემებია ან ამ თემებთან დაკავშირებული მოტივები. ამიტომ მის ნახატებში  მარადიული ენერგიები ტრიალებს, რომელთა  ნაკადში  გახვეული მხატვარი ეგზისტენციალურ საიდუმლოებებს გვიზიარებს.

ბაია წიქორიძე