Presented by Baia Gallery
BLUE SMOKE
Tapestry
Wool, natural dyes, 310 x 440 cm, 2000 – 2010
Kako Topouria
Woven by Maria Janashia
Later, the artist decided to realize this concept through the tapestry medium and commissioned Marina Janashia to weave it — a task she accomplished with extraordinary mastery. Given the task’s complexity, the tapestry’s massive scale, and the density of detail, the weaving process spanned ten years. The tapestry comprises one central scene surrounded by ten equal-sized compositions, populated by nearly 500 distinct figures and details. It is woven entirely with a single-thread strand using wool dyed with natural pigments.
Kako Topouria “Blue Smoke”
Felt-tip pen on cotton sheet,
200 x 300 cm, 1998 – 1999
Private Collection, Tbilisi, Georgia
This work is unique in its artistic significance, technical execution, and collaborative nature: an artwork created by one artist was meticulously and flawlessly reproduced by another in an entirely different medium, achieving total fidelity to the original. Kako Topouria, as the visionary behind the artistic direction, and Marina Janashia, as the master technician, operated within a shared artistic framework, with each demonstrating exceptional virtuosity in their respective domains.
The imagery in Topouria’s work presents a striking synthesis of contemporary art and archaic culture, serving as the cornerstone of his personal style. Highly stylized and grotesque figurative forms are reduced to schematic, almost hieroglyphic motifs distributed across a complex, structured design. These images — unified across the large central composition and ten smaller surrounding scenes (some inverted) — are scattered across the work’s surface. Phantasmagoric animals, mythical dragons, schematic figures, and symbolic signs create a continuous ornamental chain through rhythmic alternation.
The carpet-like composition embodies a decorative framework that produces a compelling visual effect. Cultural memory simultaneously evokes ancient archetypal symbols and visual systems: archaic idols, ancient ceramic paintings, Egyptian hieroglyphics, Sumerian reliefs (notably the Standard of Ur), and depictions of Mesoamerican deities. It is a synthesis of cultures brought to life through an avant-garde meta-collage and driven by a postmodernist meta-narrative.
The fantastical universe of Kako Topouria’s Blue Smoke — an intricate figurative kaleidoscope and ornamental rhythm created by alternating fine lines and dots — was rendered by Marina Janashia with extraordinary weaving craftsmanship and perfectionist precision, producing a tapestry completely identical to the artist’s original. This degree of fidelity, the countless fine details, the steady rhythm of the weave, and the virtuoso execution elevate Topouria’s original work to a new status.
Through this synthesis of creative vision and technical mastery between two artists, the tapestry Blue Smoke transcends the status of a decorative object to become a landmark conceptual achievement, occupying a distinctive place in contemporary Georgian art.
Text: Baia Tsikoridze, photo: Nato Shushania, design: Irma Liparteliani, editor: Tsitsi Chakhnashvili.
Media & information support: Sophia Merabishvili, Iako Rusadze, Nino Chiabrishvili, Mariam Chirgadze.
© All right reserved
On view – Baia Gallery
წარმოადგენს ბაია გალერეა
ლურჯი ბოლი
გობელენი
შალი, ბუნებრივი საღებავები, 310 x 440 სმ, 2000 – 2010
კაკო თოფურია
მოქსოვა მარინა ჯანაშიამ
1998 – 1999 წწ. კაკო თოფურიამ, საფრანგეთში, ბამბის ზეწარზე ფლომასტერებით დახატა რთული, მრავალფიგურიანი კომპოზიცია „ლურჯი ბოლი“. თავდაპირველად, ეს არ იყო გობელენის ესკიზი, არამედ წარმოადგენდა მხატვრის ერთგვარ ექსპერიმენტს – ქსოვილზე ფლომასტერებით შეესრულებინა დეკორატიული პანო, რომელსაც თავისთავად დამოუკიდებელი და სრულყოფილი ნამუშევრის სტატუსი ექნებოდა. ექსპერიმენტები სხვადასხვა ტექნიკით დამახასიათებელია კაკო თოფურიას შემოქმედებისთვის.
მოგვიანებით მხატვარმა ამ იდეის განხორციელება გობელენის ტექნიკით გადაწყვიტა და მარინა ჯანაშიას შეუკვეთა გობელენის მოქსოვა, რაც მან განსაცვიფრებელი ოსტატობით შეასრულა. სამუშაოს სირთულის, გობელენის მასშტაბური ზომისა და მრავალრიცხოვანი დეტალის გამო ქსოვის პროცესი 10 წელი გაგრძელდა. გობელენი შედგება ერთი ცენტრალური და ათი ერთნაირი ზომის სცენისგან, რომლებიც შევსებულია 500-მდე გამოსახულებით და დეტალით. გობელენი მთლიანად მოქსოვილია ერთ წვერში, ბუნებრივი საღებავებით შეღებილი შალის ძაფით. ეს ნამუშევარი უნიკალურია თავისი მხატვრული მნიშვნელობით, ტექნიკური შესრულების ოსტატობითა და ორი ავტორის თანამშრომლობით, როცა ერთი არტისტის მიერ შექმნილი ობიექტი, მეორემ, განსხვავებული ტექნიკით, ზუსტად და უზადოდ გაიმეორა – ორიგინალთან სრული იდენტურობით. შეიძლება ითქვას, რომ გობელენის შემოქმედებითი მიმართულების ავტორი კაკო თოფურია და ტექნიკურად მისი შემსრულებელი მარინა ჯანაშია ერთი მხატვრული სქემით და მათი დარგისთვის შესაბამისი პროფესიონალიზმით მოქმედებდნენ.
კაკო თოფურია „ლურჯი ბოლი“
ბამბის ზეწარი, ფლომასტერი, 200 x 300 სმ, 1998 – 1999
კერძო კოლექცია, თბილისი, საქართველო
კაკო თოფურიას ამ საავტორო ნამუშევრის გამოსახულების პრინციპი თანამედროვე ხელოვნების და არქაული კულტურის უცნაურ სინთეზს წარმოადგენს, რაც, ზოგადად, ავტორის პერსონალური სტილის მთავარი კომპონენტია. უკიდურესად გამარტივებული და გროტესკული ფიგურატიული გამოსახულებები სქემატურ, თითქმის იეროგლიფების კატეგორიამდეა მიყვანილი და კომპოზიციის რთულ, სტრუქტურულ ნახაზშია განაწილებული. ერთ დიდ ცენტრალურ და ათ პატარა სცენაში გაერთიანებული გამოსახულებები, ზოგიერთი თავდაყირა პოზიციაში, გაფანტულია ნამუშევრის ზედაპირზე. ფანტასმაგორიული ცხოველები, ზღაპრული დრაკონები, სქემატური ფიგურები და სიმბოლური ნიშნები რიტმული მონაცვლეობით უწყვეტ ორნამენტულ ჯაჭვს ქმნიან. კომპოზიციის ხალიჩისებური გადაწყვეტით დეკორატიული სტილის პრინციპი სანახაობრივი ეფექტით არის გადმოცემული. კულტურული მეხსიერება ერთდროულად გვახსენებს უძველეს არქეტიპულ სიმბოლოებს და მხატვრულ სისტემებს: არქაულ კერპებს, ანტიკური კერამიკის მოხატულობებს, ეგვიპტურ იეროგლიფურ დამწერლობას, შუმერულ რელიეფებს, განსაკუთრებით კი „ქალაქ ურის შტანდარტს“, მექსიკური ღვთაებების გამოსახულებებს. კულტურათა სინთეზია, შექმნილი ავანგარდული მეტა-კოლაჟით და განპირობებული პოსტმოდერნისტული მეტა-ნარატივით.
კაკო თოფურიას „ლურჯი ბოლის“ ფანტასტიკური სამყარო – გამოსახულებების რთული სისტემა, ფიგურატიული კალეიდოსკოპი და ორნამენტული მექანიზმი, შექმნილი უწვრილესი ხაზების და წერტილების მონაცვლეობით – ქსოვის საოცარი ოსტატობით და პერფექციონისტული სიზუსტით განახორციელა მარინა ჯანაშიამ გობელენის რთული ტექნიკით და შექმნა საავტორო ორიგინალის სრულიად იდენტური ნამუშევარი. ასეთი მსგავსება, უწვრილესი დეტალების აურაცხელი რაოდენობა, ქსოვის თანაბარი რიტმი, ვირტუოზული შესრულება კაკო თოფურიას ნამუშევარს ახალ სტატუსს ანიჭებს.
ორი არტისტის შემოქმედებითი და პროფესიონალური შესაძლებლობების ასეთი თანამშრომლობით გობელენი „ლურჯი ბოლი“ დეკორატიული ობიექტის პოზიციიდან კონცეპტუალურ მიზნობრიობაზე გადადის და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში.
ტექსტი: ბაია წიქორიძე, ფოტო: ნატო შუშანია, დიზაინი: ირმა ლიპარტელიანი, რედაქტორი: ციცი ჩახნაშვილი.
საინფორმაციო უზრუნველყოფა: სოფიო მერაბიშვილი, იაკო რუსაძე, ნინო ჭიაბრიშვილი, მარიამ ჩირგაძე.
© ყველა უფლება დაცულია
ექსპონირება „ბაია გალერეა“






