Georgian Artists at International Auctions

On 31 May 2026, Merab Abramishvili’s painting ‘Apple of Paradise’ was offered at Bukowskis’ Helsinki Spring Auction in Finland. The work had been acquired directly from the artist in Tbilisi by a Finnish collector in the late 1980s.

Auction estimate: €15,000–20,000

Hammer price: €187,000

Price including buyer’s premium: €240,000

(US$273,000; GEL 703,248)

This result marks the highest price ever achieved by a contemporary Georgian artist at an international auction. It is particularly gratifying that the painting has since returned to Georgia.

Merab Abramishvili first appeared on the international art market in 2013. To date, 55 of his works have been offered at 30 international auctions, of which 39 have been sold. His auction history is distinguished by a steadily increasing price index.

 

Merab Abramishvili “Apple of Paradise”

tempera on plywood

150 × 200 cm.

1988

Sold in 2026 at Bukowskis, Helsinki Spring Auction.

Price: €240,000 (USD $273,000; GEL 703,248)

The artist’s auction history is closely connected to Sotheby’s London exhibition Crossroads (2013–2014), where Merab Abramishvili’s ‘The Man-Eater of Kumaon’ and ‘Paradise’ were sold. Following this event, Merab Abramishvili became a regular presence at international auctions, establishing an international sales history that has played an important role in defining the market value of his work. On the Georgian art market, Merab Abramishvili’s paintings command higher prices than those achieved at auction. The international auction system has established a consistent and steadily growing sales record for the artist, and his work has acquired the status of a stable and reliable investment. This represents a successful project in establishing the position of a contemporary Georgian artist on the international art market and in building the artist’s international profile, a process developed and carried out by Baia Gallery.

Merab Abramishvili’s painting, distinguished by its unique synthesis of Eastern and Western cultural traditions, has naturally become the focus of international interest.

 

Merab Abramishvili “Man-eater of Kumaon”

tempera on plywood

75 x 100 cm.

2005

Sold during Sotheby’s exhibition ‘At the Crossroads’. 2013

Prior to the Bukowskis’ auction, the artist had already achieved remarkable auction results: 2016 – Sotheby’s, London – ‘Three Hundred Aragvians’, €79,413 (£62,500); 2023 – Bonhams, London – ‘Black Panther’, €89,630 (£76,600).

 

Merab Abramishvili ‘Three hundred Aragvians’

tempera on plywood

74.5 x 74.5 cm.

1993

Sold in 2016 – Sotheby’s, London. €79,413 (£62,500).

 

Merab Abramishvili “Black Panther”

tempera on plywood

55 x 75 cm.

1995

Sold in 2023, Bonhams auction, London. €89,630 (£76,600).

 

Merab Abramishvili “Shah-Abbas”

tempera on plywood

43 x 44 cm.

1994

 Sold in 2023, Bonhams auction, British and European Art, London. € 52,420 (£ 44,800).

Baia Gallery has organized five solo exhibitions of the artist’s work, including two retrospectives: Merab Abramishvili – Inaccessible Gardens, Tbilisi Museum of Modern Art, 2016; and Merab Abramishvili – Transparent Memory, presented across both exhibition spaces of Baia Gallery in 2025–2026.

Since 1992, Baia Gallery has represented Merab Abramishvili and has conducted extensive research into his artistic legacy. Nearly 1,000 works have been identified and studied in private collections. The artist’s works are continuously exhibited in the gallery’s permanent display and presented on both the gallery’s and the artist’s official websites, as well as across social media platforms.

The gallery has published three catalogues devoted to the artist: Merab Abramishvili (2012); Unreachable Gardens (2016); and Transparent Memory (2025).

ქართველი მხატვრები საერთაშორისო აუქციონებზე

2026 წლის 31 მაისს ფინეთში, „Bukowski” აუქციონზე „ჰელსინკის საგაზაფხულო აუქციონი“ წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი „სამოთხის ვაშლი“, რომელიც ფინელმა კოლქციონერმა შეიძინა თბილისში, მხატვრისგან, 1980-იანი წლების ბოლოს.

სააუქციონო შეფასება (ესთიმეითი) :  15,000 – 20,000 ევრო

ჩაქუჩის ფასი: 187,000 ევრო

ფასი გადასახადების ჩათვლით:  240, 000 ევრო

(273,000 აშშ. დოლარი; 703,248 ლარი)

ეს შედეგი, თანამედროვე ქართველი მხატვრის რეკორდული ფასია საერთაშორისო აუქციონებზე.  სასიხარულო ფაქტია, რომ ეს ნამუშევარი საქართველოში დაბრუნდა.

პირველად, საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი, 2013 წელს გამოჩნდა. დღემდე 30 საერთაშორისო აუქციონზე მერაბ აბრამიშვილის 55 ნამუშევარია გატანილი, საიდანაც გაყიდულია 39. გაყიდვების ისტორია ფასის მზარდი ინდექსით გამოირჩევა.

 

მერაბ აბრამიშვილი „სამოთხის ვაშლი“

ფირფიცარი, ტემპერა

150 x 200 სმ.

1988

გაიყიდა 2026 წ.

„Bukowski”  – „ჰელსინკის საგაზაფხულო აუქციონი“.

ფასი: 240, 000 € ($ 273,000. 703,248 ლ. )

მერაბ აბრამიშვილის ფასის გრაფიკი.  ფასები მოცემულია ევროში.

მხატვრის ნამუშევრების  სააუქციონო ისტორია დაკავშირებულია ლონდონის სოთბის  სააუქციონო სახლის გამოფენასთან „გზაჯვარედინი“ (2013 – 2014 წწ.), სადაც, მერაბ აბრამიშვილის „კუმაონის კაციჭამია“ და „სამოთხე“ გაიყიდა.  ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ აბრამიშვილი აუქციონების მუდმივი მონაწილე გახდა, შეიქმნა მისი ნამუშევრების საერთაშორისო გაყიდვების ისტორია, რომელიც მნიშვნელოვანია ფასის ინდექსის შექმნაში. ქართულ არტ მარკეტზე, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აუქციონებზე. აუქციონის საერთაშორისო ინსტიტუციამ განსაზღვრა მხატვრის ნამუშევრების გაყიდვების ისტორიის  თანმიმდევრული და მზარდი პროცესი და მისმა შემოქმედებამ მყარი და საიმედო ინვესტიციის სტატუსი შეიძინა. ეს არის თანამედროვე ქართველი მხატვრის საერთაშორისო არტმარკეტზე ადგილის დამკვიდრების და მხატვრის ბრენდინგის წარმატებული პროექტი, რომლიც „ბაია გალერეამ“ განახორციელა. 

მერაბ აბრამიშვილის მხატვრობა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც აღმოსავლურ – დასავლური კულტურის სინთეზის ნიმუში, კანონზომიერად მოექცა საერთაშორისო ინტერესის სფეროში. 

 

მერაბ აბრამიშვილი „კუმაონის კაციჭამია“

ფირფიცარი, ტემპერა

75 x  100 სმ.

2005

გაიყიდა გამოფენიდან „გზაჯვარედინზე“, ლონდონი, სოთბის სააუქციონო სახლი. 2013

ბუკოვსკის აუქციონამდე იყო სააუქციონო გაყიდვების მაღალი შედეგები: 2016 წ. – ლონდონი, სოთბის აუქციონი – „სამასი არაგველი“ € 79,413 (£ 62,500); 2023 წ. ლონდონი, „Bonhams“-ის აუქციონი „შავი ავაზა“ € 89,630 (£ 76,600).

 

მერაბ აბრამიშვილი „სამასი არაგველი“

ფირფიცარი, ტემპერა

74,5 x 74.5 სმ.

1993

გაიყიდა 2016 წ. – ლონდონი, სოთბის აუქციონი. € 79,413  62,500);

 

მერაბ აბრამიშვილი „შავი ავაზა“

ფირფიცარი, ტემპერა

55 x 75 სმ.

1995
გაიყიდა 2023 წ. ლონდონი, „Bonhams“-ის აუქციონი € 89,630 (£ 76,600).

 

მერაბ აბრამიშვილი „შაჰ-აბასი“

ფირფიცარი, ტემპერა

43 x  44 სმ.

1994

გაიყიდა 2023 წელს, ლონდონი „Bonhams“-ის აუქციონი. „ბრიტანული და ევროპული ხელოვნება“ € 52,420 (£ 44,800).

„ბაია გალერეამ“ მოაწყო მხატვრის ნამუშევრების 5 პერსონალური გამოფენა, მათ შორის ორი რეტროსპექტიული – 2016 წ. „მერაბ აბრამიშვილი – მიუწვდომელი ბაღები“, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი; 2025- 2026 წწ. „მერაბ აბრამიშვილი – გამჭირვალე მეხსიერება“ გაიმართა „ბაია გალერეის“ ორივე საგამოფენო სივრცეში.
მერაბ აბრამიშვილს, 1992 წლიდან წარმოადგენს „ბაია გალერეა“, იკვლევს მის შემოქმედებას. კერძო კოლექციებში აღმოვაჩინეთ და შევისწავლეთ მხატვრის 1000 – მდე ნამუშევარი. მხატვრის ნამუშევრები მუდმივად წარმოდგენილია გალერეის ექსპოზიციაში, მხატვრის და გალერეის ვებ გვერდებზე, სოციალურ ქსელებში.

გალერეამ გამოსცა მხატვრის სამი კატალოგი. 1. მერაბ აბრამიშვილი – 2012; „მიუწვდომელი ბაღები“ – 2016; „გამჭვირვალე მეხსიერება“ – 2025;

 

მერაბ აბრამიშვილის კატალოგები

მხატვრის შემოქმედების მკვლევარი და ექსპერტია ბაია წიქორიძე.  

Baia Gallery – Merab Abramishvili Page 

Merab Abramishvili website